დაბა სურამში სანადირო თოფით ქმარმა ცოლი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცმა მეუღლეს გვიან ღამით, საწოლში ესროლა.
ცოლ-ქმარს 3 შვილი ჰყავს.
პოლიციამ კაცი უკვე დააკავა.
ეს ფოტო მათ სახლშია გადაღებული.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს – 1989 წელს დაბადებულ თ.რ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
მომხდარ ფაქტამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მეუღლეებს – თ.რ.-სა და ი.ქ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით დაიწყო.
“რას გააკეთებდით საკუთარი შვილის დასაცავად მოძალადე კაცისგან? გაჩუმდებოდით თუ დაიცავდით?”
ქმრები, პარტნიორები და ყოფილები: ვინ კლავს საქართველოში ქალებს