LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დედა მიყვარხარ“ – ცეცხლწაკიდებული თვითმფინავის მგზავრები ახლობლებს დაემშვიდობნენ, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა

200
page 567

ავიაკომპანია Swoop-ის ლაინერი კანადური ქალაქ აბოტსფორდიდან ედმონტონისკენ მიფრინავდა, როდესაც მოულოდნელად უკან დაბრუნება მოუხდა. აფრენიდან რამდენიმე წუთში Boeing 737 გარეული იხვები შეეჩეხნენ და რამდენიმე მათგანი ხომალდის ძრავში მოხვდა, რასაც აალება მოყვა.

შეშინებულმა მგზავრებმა დაინახეს თუ თუ როგორ გაუჩნდა ცეცხლი თვითმფრინავის მარჯვენა ფრთას და პანიკაც დაიწყო.

ბორტზე მყოფებმა მაშინვე ოჯახებთან და მეგობრებთან რეკვა დაიწყეს. რამდენიმე მათგანმა „ბოლო“ წერილიც დაწერა:

„ჩვენს თვითმფრინავს რაღაც მოუვიდა, მიყვარხართ.“

საბედნიეროდ, სიტუაცია არც თუ ისე უიმედო იყო როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. პილოტმა აეროპორტში დაბრუნება დროულად მოასწრო. ბორტზე მყოფი 176 მგზავრი უვნებლად გადარჩა და ავიაკომპანიამ მათ კომპენსაციები გადაუხადა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები