LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დედა , იცი, მე სად ვიყავი?!” – ფილმში გენიალურად აქვს გადმოცემული ყოფითი ცხოვრების არსი – ბიძინა ივანიშვილი

290
ბიძო

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე რეზო გაბრიაძის შემოქმედებაზე საუბრობს. როგორც მანდ თამაზ ტყემალაძის საიუბილეო საღამოზე განაცხადა, გაბრიაძეს ბოლო ნაწარმოებში ფილმის სახით -„დედა, იცი, მე სად ვიყავი?!“ გენიალურად აქვს გადმოცემული ყოფითი ცხოვრების არსი.

„ყოფითი ცხოვრების არსი ვისაც შეუმეცნებია, ამის სამტკიცად მოვიშველიებ ბატონ რეზო გაბრიაძის ბოლო ნაწარმოებს ფილმის სახით – რუსულად არის და ქართულად ასე ჰქვია: „დედა, იცი, მე სად ვიყავი?!“. თუ არ გინახავთ ნახეთ ეს ფილმი და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ გენიალურად აქვს გადმოცემული ყოფითი ცხოვრების არსი. მულტფილმის სახითაა, თვითონ რეზოს მიყავს და აგებული აქვს თავის ბიოგრაფიაზე. მე ვფიქრობ, რომ მისი შემოქმედების მწვერვალია“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება თავად ანიმაციურ ფილმს, ის რეზო გაბრიაძის ნახატებითა და ზღაპრებით ოსკარზეა წარდგენილი. „დედა, იცი, მე სად ვიყავი?!“ 2018 წელსაა შექმნილი, რომლის რეჟისორია ლეო გაბრიაძე. ფილმში გია ყანჩელის, ვიქტორ დოლიძისა და ოლეგ კარპაჩევის მუსიკაა გამოყენებული.

ამ კატეგორიაში სულ 32 სრულმეტრაჟიანი მულტფილმია წარდგენილი. „შორთ ლისტი“ 2020 წლის 13 იანვარს გამოქვეყნდება.