LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დე ხეამ ემიუსთან კონტრაქტი 4-წლით გაახანგრძლივა

19

მანჩესტერ ”იუნაიტედის”  ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომ დავიდ დე ხეამ  გუნდთან ახალ 4-წლიან კონტრაქტს მოწერა ხელი.

როგორც იცით,  ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მისი შეძენა მადრიდის “რეალს” სურდა, თუმცა მოლაპარაკებები ბოლო დღეს ჩაიშალა.

“მოხარული ვარ, რომ მანჩესტერთან ახალი კონტრაქტი გავაფორმე. ბედნიერებაა, როცა კვლავ ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელებთან ერთად ვითამაშებ. მძიმე ზაფხულის მიუხედავად, შევეცდები კარგ ფორმაში ვიყო და გუნდს წარმატებაში დავეხმარო” – განაცხადა  24 წლის ესპანელმა.

დავიდ დე ხეა ”იუნაიტედის” კარს 2011 წლიდან იცავს. ამ დროის განმავლობაში მან ”წითელი ეშმაკების” მაისურით ყველა ტურნირზე ერთად  175 მატჩის  ჩატარება მოასწრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები