LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაზიანებები მრავლობითია: მოტეხილობები, ნაფლეთი ჭრილობები და ტვინის შერყევა – როგორია ტრაგედიას გადარჩენილი პარაპლანის პილოტის ჯანმრთელობის მდგომარეობა

1080
ლევან რატიანი

პარაპლანის პილოტი, რომელიც გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის ერთადერთი გადარჩენილია, ამ დრომდე მკურნალობას თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.

დაზიანებები მრავლობითია- მოტეხილობები, ნაფლეთი ჭრილობები და ტვინის შერყევა.  თუმცა ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მდგომარეობის გათვალისწინებით, მას ჯერჯერობით გამოძიებითვის არ მიუწოდებია ინფორმაცია, პარაპლანის ჩამოვარდნის ეპიზოდთან დაკავშირებით, რასაც შემდეგ უკვე სამაშველო ვერტმფრენის ჩართულობით, საბედისწერო ოპერაციის დაგეგმვა მოჰყვა.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ლევან რატიანი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია.

“პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება ქირურგიულ განყოფილებაში, შემოყვანის დროს გადაუდებელი ოპერაცია ჩატარდა და გრძელდება სიმპტომური თერაპია.

ამ ეტაპზე, მისი სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია, სასიცოცხლო ფუნქციები, ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, ალბათ რამდენიმე დღე დაყოვნდება კლინიკაში და შემდეგ გაეწერება”,- განაცხადა ლევან რატიანმა.

ამავე თემაზე:

რას ფიქრობენ პარაგლაიდინგის ფედერაციაში პარაპლანით ფრენების დროებით აკრძალვაზე: „სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს“

გუდაურში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8 პირის ვინაობა ცნობილია

პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულ პირს ტვინის შერყევა და ფეხზე დაზიანება აღენიშნება

ვიდეო: ძალიან უყვარდა თავისი სამსახური, 20 წელი პროფესიას ემსახურებოდა, მოსწონდა ხალხს, რომ ეხმარებოდა – ავიაკატასტროფის დროს დაღუპული მფრინავის დიმიტრი ქააძის მეუღლე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები