რუსთაველის გამზირზე, აზარიანცის სახლიდან შუშა ჩამოვარდა – დაშავდა კონტროლიორი.
ძლიერი ქარის შედეგად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე მელიქ აზარიანცის სახლიდან შუშა ჩამოვარდა, რომელიც კონტროლიორს დაეცა.
ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.
როგორც კადრებში ჩანს, კონტროლიორმა დაზიანება თავის არეში მიიღო.
ცნობისთვის, დღეს ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა თბილისის სხვა უბნებშიც და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.
❗️❗️❗️ რუსთაველის გამზირზე მელიქ აზარიანცის სახლიდან შუშა ჩამოვარდა და კონტროლიორს მოხვდა თავში ❗️❗️❗️
Posted by ჩემი ქალაქი მკლავს on ხუთშაბათი, 28 დეკემბერი, 2023
კახეთში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და გზებზე მოძრაობა შეაფერხა