„დაყარეთ იარაღი. დაე დაიწყოს სააღდგომო ზავი“, – აღნიშნული განცხადება რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წინასააღდგომო დღესასწაულის, პალმის კვირისადმი მიძღვნილ წირვაზე, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ზავს მოლაპარაკებები და მშვიდობა უნდა მოჰყვეს.
„დაყარეთ იარაღი. დაე დაიწყოს სააღდგომო ზავი. მაგრამ არა იმისთვის რომ ხელახლა აიღოთ ხელში იარაღი და ბრძოლა განაგრძოთ. არა. ზავით მშვიდობას უნდა მიაღწიოთ ნამდვილი მოლაპარაკების მეშვეობით“, – განაცხადა პონტიფექსმა.