LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავუშვათ „ბუსტერი“ ყველა მსურველისთვის, „ფაიზერის“ გადაყრაზე დიდი დანაშაული პანდემიის ჟამს არის რამე?!: თამარ ჟამურაშვილი

496
თამარ ჟამურაშვილი

თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „ფაიზერის ვაქცინა ფუჭდება და ვადა გადის“, გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი-პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის ე.წ. „ბუსტერ“ დოზის გამოყენება ნებადართული უნდა იყოს ადამიანებისათვის, რომლებიც 5 ან 6 თვის წინ აიცრნენ და მესამე დოზის გაკეთების სურვილი გააჩნიათ.

„დავუშვათ ბუსტერი (მესამე დოზა) ყველა მსურველისთვის, ვინც 5-6 თვის წინ აიცრა, განურჩევლად ასაკისა და რისკ-ჯგუფისა. ვაქცინის და თან ფაიზერის გადაყრაზე დიდი დანაშაული პანდემიის ჟამს არის რამე?!“, – წერს თამარ ჟამურაშვილი.

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ე.წ. „ბუსტერ“ დოზით აცრის ნებართვა გასცა

თენგიზ ცერცვაძე: პირველადი აცრების რაოდენობამ კატასტროფულად დაიკლო, მოსახლეობა თავის თავს აპოკალიფსს უწყობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები