„მარადიული სიჩუმე მხოლოდ!შესაძლოა, იქ მართლა სიჩუმე გველის,“ – ამ სიტყვებით ეხმაურება რეჟისორი რობიკო სტურუა ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალებას.
ამ სპექტაკლს ჯემალისთვის ვითამაშებ – სანდრო მიკუჩაძე 4 თებევალს დანიშნულ სპექტაკლს ბაბუას მიუძღვნის
„ჯემალ ღაღანიძე..!
როგორც ჰამლეტი სიკვდილთან შეხვედრისას ამბობს:
“მარადიული სიჩუმე მხოლოდ!“ შესაძლოა, იქ მართლა სიჩუმე გველის, მაგრამ სანამ აქ ვართ, ვისაც მსახიობი ჯემალ ღაღანიძე უნახავს ვერ გავჩერდებით!
უნიკალური მსახიობი, შეუდარებელი ნიჭის პატრონი – არავის რომ არ ჰგავდა!
თეატრის უანგარო ქომაგი და როგორც დიდ მსახიობებს ეკადრებათ, თეატრის მსხვერპლიც!
რუსთაველის თესტრის ჭეშმარიტი რაინდი – არავითარი ქედმაღლობა – მთავარი იყო:
სცენა, როლი და
საოცარი ქმნილებები!
პირველ სპექტაკლშივე დავაკავე – ერთ ციცქნა როლს ბრწყინვალედ თამაშობდა – ფსიქიატრს (დღეს რომ ყველას გვჭირდება!)
და მას შემდეგ, თითქმის ყველა სპექტაკლში თამაშობდა ჩემთან! როცა როლებს ვანაწილებდი, ბრწყინვალე იუმორის პატრონი შეხვედრისას დიდი პატივისცემით – მსახიობებს რომ გაეგოთ – მეტყოდა ხოლმე:
– მე არ დაგავიწყდე, ხომ იცი, შენი სპექტაკლების მე ერთადერთი თილისმა ვარო!
ჰოდა, დავრჩი ბრწყინვალე ღმერთის ნაბოძ ამულეტის გარეშე! მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნული თეატრმა და საერთოდ ქართული თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!
იქ მშვიდად დაისვენე, ჯემალ – ხმაური მაინც არ გიყვარდა!
ხმაური აქ მოგვიღებს ბოლოს,
ამ ცოდვილ მიწაზე!
მალე ჩვენც მარადიულ სიმშვიდეს ვეწვევით!
აბა, შენ იცი, შენებურად დაგვხვდი!
შენი რობიკო!“. – წერს რობიკო სტურუა სოციალურ ქსელში.