LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავკიდეთ, გოგი“ – „ფეისბუქში“ გოგი თოფაძის სტალინისადმი სიყვარულს ეხმაურებიან

273

სოციალურ ქსელებში ალბათ, კიდევ დიდხანს გაიხსნებენ  გოგი თოფაძის ცნობილ განცხადებას, რომელიც მან „მაესტროს“ ეთერში გააკეთა იმის შესახებ, რომ გაივლის დრო და სტალინის ფოტოს ყველა ოჯახში დაკიდებენ.

პოლიტიკოსის ამ განცხადების საპასუხოდ, სოციალურ ქსელებში დებენ ფოტოებს, სადაც ასახულია, კონკრეტულად სად უძებნიან სტალინის ფოტოს ადგილს.

მაგალითად, პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც სტალინის ფოტო გულთან ახლოს აქვს მიბჯენილი და წერს: „თქვენ გაემიჯნეთ და მე უკვე დავკიდე!..“

ერთ-ერთმა კაფემ კი „ფეისბუქის“ გვერდზე ეს ამბავი ჯერ შემდეგნაირად დააანონსა: „ბატონო გოგი, კაფეში ადგილი არ გვაქვს და ტუალეტში დავკიდებთ სტალინის ფოტოს“, შემდეგ კი სიტყვას საქმეც მოაყოლა და საყურიანი სტალინის შეფერადებული ფოტო გამოაქვეყნა.

ჟურნალისტმა თამო კვარაცხელიამ ასევე დადო ფოტო, სადაც სტალინი „ფიგურირებს“ და დააწერა, რომ არქივში გოგი თოფაძის განცხადების შესაბამისი ფოტო აღმოაჩინა.

12181964_10206756573366029_267128986_n

tamo kvaracxelias foto

stalini noe sulaberidze

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები