LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„1937 წელთან პარალელი ადეკვატური არ არის, დახვრეტილი ადამიანი არ მინახავს“ – დავითულიანი პრეზიდენტის მიერ Facebook-ში გამოქვეყნებულ ვიდეოზე

133
ბექა დავითულიანი

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის შესვლას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი ეხმიანება.

„ვფიქრობ, პოლიტიკური თავდასხმაა“ – პრეზიდენტის მრჩეველი ნახატების წაღებაზე

დავითულიანი ასევე ეხმიანება პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელიც ფილმ „მონანიებისა“ და ინსპექციის წარმომადგენლების მიერ ნახატების წაღების კადრებს აერთიანებს:

„ქალბატონ პრეზიდენტს სასახლეში ეკიდა ნახატები, რომლის იქ დაკიდების ვადაც გასული იყო. მივიდა ერთხელ ჯგუფი, არ გამოატანეს, მივიდა მეორედ ჯგუფი და წამოიღო. ერთხელ მოხდა ეს კულუარულად, როგორც ვიცი და ვერ მოხერხდა, მეორედ მოხდა საჯაროდ.

სასიამოვნოა? არ არის სასიამოვნო. არც ის დამოკიდებულება, რომელიც პრეზიდენტს აქვს და არც პროცესი, რომელიც გუშინ ვნახე, მაგრამ, სამწუხაროდ, სამი თვის წინ გაუვიდა ამ ნახატების ფლობის ვადა  და არ დააბრუნა. 1937 წელთან გაკეთებული პარალელი ნამდვილად არ არის ადეკვატური და შესაბამისი. დახვრეტილი ადამიანი არ მინახავს და ვერც ვნახავ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ცნობისათვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია გუშინ შევიდა და ნახატები გამოიტანა. 

საქმე ეხება ხელოვნების სასახლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2 წლის წინ წაღებულ სვიმონ დადიანის ნამუშევრებს.

როგორც გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ნამუშევრები ფოტოფიქსაციისთვის და აღსადგენად წაიღეს, შემდეგ კი განიხილავენ, დააბრუნებენ თუ არა მათ სასახლეში.

მათივე თქმით, ეს ნამუშევრები კონკრეტული ვადით იყო პრეზიდენტის სასახლეში, კერძოდ, ხელშეკრულება 2020 წლის 30 ნოემბრიდან 2022 წლის 30 ნოემბრამდე იყო დადებული.

არტისტი ანდრო დადიანი საკუთარ ნამუშევარს პრეზიდენტის სასახლეს ჩუქნის

„არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანა გალერეიდან ექსპონატი, პატრონმა თუ თაყვანისმცემელმა. მე განვაცხადე პოლიციაში… ჩემი აზრით მას არავინ დაიჭერს, ჯარიმას დაუწესებენ“ – მუზეუმის წარმომადგენელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები