„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ბექა დავითულიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების მხრიდან საყოველთაო შიმშილობის გამოცხადება მათთვისაც არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ გახდებიან. როგორც უმრავლესობის წევრმა ამ თემაზე კომენტირებისას აღნიშნა, მათ „შაჰიდობა“ უნდათ.
„საერთოდ აღარ აქვს აზრი ეს პარტია რას აცხადებს, რას აკეთებს. ისინი ცხოვრობენ ძალიან ვიწრო პარტიული დღის წესრიგით, რომელიც დანარჩენ ქვეყანას საერთოდ არ ეხება. „შაჰიდობა“ უნდათ და იყვნენ „შაჰიდები“, ადგნენ და მრწამსისთვის ეწამონ. მათთვისაც არაფერს შეცვლის ეს, გარდა იმისა, რომ გახდებიან“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მასობრივი შიმშილობა დაიწყეს. გუშინ, 21 დეკემბერს პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ შიმშილობა უვადოდ გაგრძელდება მანამ, სანამ „ისტორიული უსამართლობა არ აღმოიფხვრება“.
ნიკა მელიას განცხადებით, მასობრივ საპროტესტო შიმშილობას 300-ზე მეტი ადამიანი იწყებს
რასაც მათი პრეზიდენტი მიირთმევდა, „მაკდონალდსის” ჰამბურგერებს მიირთმევენ – სუბარი მოშიმშილეებზე