LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავითულიანი: „არავის გვინდა, კადიროველი ბიზნესმენების სათარეშოდ იქცეს ქვეყანა“

131
ბექა დავითულიანი

„არავის გვინდა კადიროველი ბიზნესმენების სათარეშოდ იქცეს ეს ქვეყანა. ნამდვილად არ გვინდა…“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა და თქვა, რომ საქართველოში ძალოვანი აქცენტების მქონე პირთა ხილვა არ მოსწონს.

„მით უმეტეს, რაღაც ძალოვანი აქცენტების მქონე ვიღაც გაუგებარი ადამიანები, რომლებსაც თავის ქვეყანაში და არა — საქართველოში, როგორც ბევრი წერდა სოციალურ მედიაში იარაღით ფოტოები აქვთ გადაღებული.

„კადიროველი სხვა რამეა, ამ ადამიანების ცხოვრების წესი და მანერა შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ კადიროველებად მათი მონათვლა, არასწორია“ - ვოლსკი

„ესენი ჩამოსულები არიან რუსეთის ფედერაციიდან - კავკასიიდან, რომელსაც საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა 2010 წლიდან აქვს“ - ამბობს გია ვოლსკი.

თუ სურვილს მეკითხებით, არ მომწონს ასეთი აქცენტის მქონე ადამიანების ხილვა საქართველოში“, – განუცხადა დავითულიანმა „ფორმულას“.

მიუხედავად ამისა, დეპუტატის ინფორმაციით, საქართველოში ჩამოსულ პირებს არც ოკუპაციის კანონი ჰქონდათ დარღვეული და არც ისეთი ქმედება ჰქონდათ ჩადენილი, რომელიც მესაზღვრეს ცალსახად მიანიშნებდა, რომ ქვეყანაში მათი შემოშვება არ შეიძლება.

სამხარაძე: გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული – არც ერთს ოკუპაციის კანონი დარღვეული არ ჰქონდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები