LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ალადაშვილი, მოძრავ სცენაზე დამონტაჟებული პიანინოთი მთელს საქართველოში იმოგზაურებს

43

Ardaidardo.Ge
27 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, ჯულიარდის კონსერვატორიის კურსდამთავრებული, ცნობილი ახალგაზრდა პიანისტი დავით ალადაშვილი, კომპანია „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ და “მაგთი“ წარმოგიდგენთ მუსიკალურ ტურნეს “პიანინო”.

 

პროექტის ფარგლებში, დავით ალადაშვილი, ორი კვირის განმავლობაში, მოძრავ სცენაზე დამონტაჟებული პიანინოთი მთელს საქართველოში იმოგზაურებს და 50-მდე კონცერტს ჩაატარებს.

 

ეს იქნება დიდი ზომის წითელი მოძრავი მანქანა, რომელიც რეგიონიდან რეგიონში გადაინაცვლებს, წინასწარ შერჩეულ ადგილას ტრანსფორმირდება სცენად და ღია ცის ქვეშ ყველა დაინტერესებულ მსმენელთან მიიტანს კლასიკურ მუსიკას.

 

“მაგთის” ცნობით, პროექტის მთავარი მიზანია ჩვენი საზოგადოების ფართო მასებს, საქართველოს ყველა რეგიონში მივიდეს ცოცხალი, კლასიკური მუსიკის ხმა.

 

„განსაკუთრებით მიხარია და დიდი პატივია, რომ ბევრგან პირველად გაჟღერდება კლასიკური მუსიკა. დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი ახალგაზრდა აღმოაჩენს და შეიყვარებს ფორტეპიანოს” – ამბობს დავით ალადაშვილი.

 

კონცერტების სერია დაგეგმილია:

 

27, 28 აგვისტო – კახეთი;

 

29 აგვისტო – მცხეთა-მთიანეთი;

 

30 აგვისტო – ქვემო ქართლი;

 

31 აგვისტო – შიდა ქართლი;

 

1 სექტემბერი – სამცხე-ჯავახეთი;

2, 3 სექტემბერი – აჭარა;

4 სექტემბერი – გურია;

5 სექტემბერი – იმერეთი; 

6 სექტემბერი – რაჭა-ლეჩხუმი; 

7, 8, 9 სექტემბერი – სამეგრელო-ზემო სვანეთი.

„ვფიქრობთ რეგიონის მოსახლეობისთვის ნამდვილი საჩუქარია ასეთი ორიგინალური ფორმით მიწოდებული კლასიკური მუსიკის კონცერტების მოწყობა“ – აცხადებენ მაგთიკომში.

 

ტურნეს დასკვნითი კონცერტი მაგთის დაბადების დღეს – 22 სექტემბერს, თბილისში გაიმართება.

 

ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტებზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უსასყიდლოდ შეეძლება.

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები