LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავითაშვილის თქმით, საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება და “ის პოლიტიკური მონაწილეობისგან დამოუკიდებელი იქნება”

147
სფგზსრგ

დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, საპარტნიორო ფონდს ეცვლება სახელიც და მას საქართველოს განვითარების ფონდი დაერქმევა.

მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო პროექტი საპარტნიორო ფონდის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც ეკონომიკის მინისტრის თქმით, პარლამენტს უახლოეს ხანებში გადაეგზავნება.

როგორც დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ფონდს დამოუკიდებლობა გაეზრდება.

„2023 წელს უკვე ახალი ფონდი გვექნება, ახალი სახელით. საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტზეა, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში იმედი გვაქვს ცვლილებები ოპერატიულად განხორციელდება. ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი ფონდი და ამ ცვლილებების მთავარი აზრი მეტი დამოუკიდებლობაა, ის არ უნდა იყოს ბიუჯეტზე დამოკიდებული ორგანიზაცია და აქ ცალსახაა, რომ ფისკალური ვალდებულებებისგან ჩვენ ვთავისუფლდებით. ფონდი თავისი რესურსებით, სწორი საინვესტიციო საქმიანობით მოახდენს თავისი კაპიტალის დაგროვებას, ზრდას და შემდეგ საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას. პრიორიტეტები უფრო მკაფიოდაა ჩამოყალიბებული, ვიდრე წინა კანონში იყო“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ფონდის დამოუკიდებლობას განახლებული მმართველობითი სტრუქტურაც უზრუნველყოფს.

„ფონდი პოლიტიკური მონაწილეობისგან დამოუკიდებელი იქნება. მას დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო ეყოლება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.