სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით აგრარული ბაზრების ნაწილი გამონაკლისის სახით იფუნქციონირებს.
„აგრარული ბაზრები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების რისკის შემცველი იყო. აქედან გამომდინარე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ აგრარული ბაზრების ფუნქციონირება იქნება შეზღუდული. თუმცა იქნება გამონაკლისები, რისი გადაწყვეტილებაც შეეძლება ადგილზე არსებულ სამუშაო ჯგუფებს, შტატებს, რომლებიც რეგიონის ჭრილში გუბერნატორებთან ერთად არსებობს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
თბილისში ყველა აგრარული ბაზარი გაურკვეველი დროით დაიკეტა
აგრარული ბაზრების გახსნის დრო უცნობია.
მინისტრმა ისიც განმარტა, რომ აგრარული ბაზრების ფუნქციონირება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაითვალისწინებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებულ სტანდარტებს. დავითაშვილის თქმით, აგრარული ბაზრებისთვის შემუშავებული სტანდარტი ჯანდაცვის სამინისტროსთანაც შეთანხმებულია. მისივე თქმით, ეს სტანდარტები უკვე გამოქვეყნებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.