LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ზალკალიანი რუსეთის ხელისუფლებას და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს საოკუპაციო ხაზის გახსნისკენ მოუწოდებს

20180817123528

“რამდენიმე დღეა, ოკუპირებული ტერიტორიების საზღვარი, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან არის დაკეტილი. ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე ინტენსიურად მუშაობენ საერთაშორისო პარტნიორებთან.

“საკითხი დაყენებულია ჟენევის თანათავმჯდომარეების დღის წესრიგში, მუდმივი კომუნიკაცია არსებობს ჩვენსა და ჟენევის თანათავმჯდომარეებს შორის და მოვუწოდებთ, რუსეთის ფედერაციას და საოკუპაციო რეჟიმს, რომ დაუყოვნებლივ გაიხსნას ე.წ. გამშვები პუნქტები, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რადგან პირველ რიგში მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული საკითხი, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ისეთ ფუნდამენტურ უფლებას, როგორიცაა თავისუფალი გადაადგილება”, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები