LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით უსუფაშვილი – “დღეს პარლამენტში უცნაური დღეა”

111

“დღეს პარლამენტში უცნაური დღეა, ვინაიდან არა მხოლოდ ამ მოწვევის, არამედ წინა მოწვევის პარლამენტების ისტორიაშიც მგონი, პირველი შემთხვევაა, როდესაც საკანონმდებლო საქმიანობას პოლიტიკური ბოიკოტის გამო არ ესწრებიან უმცირესობის წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ჩემთვის გაუგებარი და აუხსნელი მიზეზის გამო, ბიუროს სხდომას არ დაესწრნენ ფრაქცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლობაც”,- ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, ბიუროს დღევანდელი სხდომა, რომელიც კვორუმის გამო ვერ შედგა.

„პარლამენტის ბიუროს დრევანდელი სხდომა მოვიწვიე გასულ კვირას. გახსოვთ, პარასკევს საჯაროდაც განვაცხადე. ბიუროს ყველა წევრი იყო გაფრთხილებული საორგანიზაციო კომიტეტის მიერ, მანამდე ფრაქცია “ქართული ოცნების” ხელმძღვსნელს, ბატონ გია ვოლსკის შევხვდი და ვისაუბრეთ შექმნილ ვითარებაზე. შევჯერდით, რომ დღეს ჩაგვეტარებინა ბიუროს სხდომა. ასე რომ, ჩემთვის უცნობია მიზეზი და მოტივი, რატომ  ვერ შეძლეს კოლეგებმა სხდომაზე მოსვლა. მე მქონდა მცდელობა დაკავშირების, მაგრამ ვერ შევძელი“,-აღნიშა დავით უსუფაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები