„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი მთაწმინდის მაჟორიტარის შუალედურ არჩევნებში შალვა შავგულიძეს უჭერს მხარს. ამის შესახებ ინფორმაციას ბლოკი “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები” ავრცელებს.
დავით უსუფაშვილი ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატთან ერთად მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა და განაცხადა, რომ სწორედ შალვა შავგულიძისნაირი ადამიანები სჭირდება პარლამენტს, მისი პროფესიული და მორალური თვისებებიდან გამომდინარე.