Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
დავით სერგეენკო: კლინიკები გეგმურ სამედიცინო მომსახურებას გადაუდებელის კვალიფიკაციას აძლევენ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით სერგეენკო: კლინიკები გეგმურ სამედიცინო მომსახურებას გადაუდებელის კვალიფიკაციას აძლევენ

88

არის შემთხვევები, როცა კლინიკები გეგმურ სამედიცინო მომსახურებას გადაუდებელის კვალიფიკაციას აძლევენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მონიტორინგი საავადმყოფოებზე სამინისტროს 2013 წლიდან აქვს დაწყებული. „აქ არის რამდენიმე პრობლემა, რომელიც მეტნაკლებად საერთოა ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის. ჩვენ შემთხვევაში, რადგანაც ანაზღაურების სისტემა სხვადასხვაა გადაუდებელ და გეგმიურ შემთხვევებში, კერძოდ, გადაუდებელი 100%-ით ფინანსდება, ხოლო გეგმიური 70%-ით ან 80%-ით, არის ხოლმე ასეთი მცდელობები კლინიკების მხრიდან, რომ მათ გეგმიური შემთხვევები გაიყვანონ გადაუდებლად“, – განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, ამისათვის სახემწიფო სადაზღვევო სისტემაში დაცვის სამმაგი ეშელონი არსებობს. „იდეალური სისტემა, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ,  მაგალითად შარშან, 10% შემთხვევაში შეუსაბამო დოკუმენტაცია უკან დავაბრუნეთ“, – განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მდგრადობის უზრუნველყოფა.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ამ მიღწევის მდგრადობის უზრუნველყოფა. ბიუჯეტის დეფიციტურობის და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაჩერების შესახებ საუბარს შარშან მთელი  წელი ვისმენდი, მაგრამ შეფერხება არ ყოფილა, იგივე იქნება წელსაც“ – განაცხადა სერგეენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები