LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს

289
სერგიიენკო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თანამდებობიდან წასვლა დაადასტურა. 

„ჩვენ დღეს გვექნება საშუალება და პრემიერმინისტრთან ერთად გავაკეთებთ განცხადებას ამის შესახებ. თუმცა, ეს არ არის მოკლევადიანი გადაწყვეტილება და ამას ხანგრძლივი კონსულტაციები უძღოდა წინ. გუნდში დავრჩები იმიტომ, რომ ეს გუნდი არის იმ ღირებულებების მატარებელი ჩემთვის, რომელიც ერთი რიგითი ექიმის ინსტინქტისათვის არის ყველაზე ძვირფასი. სწორედ ამ გუნდის გადაწყვეტილებამ განაპირობა ათიათასობით გადარჩენილი სიცოცხლე. არსად არ მივდივარ, ვრჩები გუნდში და ეს არის ხედვა, რომ ვიმუშავო ამ გუნდთან ერთად“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრად საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნება.

 

დავით სერგეენკომ ჯანდაცვა 2012 წელს ჩაიბარა და იუსტიციის მინისტრთან ერთად ის გამონაკლისია, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე არ შეცვლილა. 2018 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის გარდა მას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა პრობლემებზე ზრუნვაც დაევალა.

იმის გარდა, რომ მინისტრთა კაბინეტში ხანგრძლივად იმუშავა, სერგეენკო სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევების მიხედვით ყოველთვის პოზიტიურად ფასდებოდა, როგორც გაწეული სამუშაოს, ისე პერსონალური დამოკიდებულების მიმართულებით. მაგ: მიმდინარე წლის 21 მაისის NDI-ის გამოკითხვის შედეგებით, პოლიტიკოსების მიმართ განწყობის რეიტინგში ის თბილისის მერთან ერთად ლიდერობდა, 40 პროცენტით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები