LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით სარალიძე გ.ჯ-მ დაუდგენელ პირთან ერთად მოკლა – სააპელაციო სასამართლო

169
24852348_1929901060372880_6685698485769318718_n

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მსჯავრდებული არასრულწლოვნების გ.ჯ.-სა და გ.ბ.-ს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია.

სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის საჩივრები არ დააკმაყოფილა, ხოლო ბრალდების მხარის საჩივრების მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მეორე ინსტანციის სასამართლოს თანახმად, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ პირებთან ერთად.

ხოლო, რაც შეეხება, გ.ბ.-ს, სააპელაციო სასამართლომ მას სასჯელი დაუმძიმა და თავისუფლების აღკვეთა 11 წლით და 3 თვით მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ გ.ბ.-სთან მიმართებით პირველი ინსტანციის განაჩენი კვალიფიკაციის ნაწილში უცვლელი დატოვა.

არასრულწოვან დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ-მ ჯგუფურად დაუდგენელ სხვა პირთან ერთად. გ.ჯ-ს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ, სასჯელის სახით განესაზღვრა 11 წლით და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა.

„სასამართლომ შეაფასა გ.ბ-ს მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. გ.ბ-ს მიმართ განაჩენი გასაჩივრებული ჰქონდა ბრალდების მხარესაც და ამ ნაწილში სასამართლომ გ.ბ-ს სასჯელი დაუმძიმა,“ – განაცხადეს სააპელაციო სასამართლოში.

2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორი არასრულწლოვანი გ.ჯ და გ.ბ არიან მსჯავრდებულები.