Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„დავით სარაჯიშვილი მწერალთა სახლს ტოვებს“ – ქუჩის მხატვრის პროტესტი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავით სარაჯიშვილი მწერალთა სახლს ტოვებს“ – ქუჩის მხატვრის პროტესტი

526
გაგოშშ

“დავით სარაჯიშვილი მწერალთა სახლს ტოვებს” – შენობის შესასვლელთან ახალი სტენსილი გაჩნდა. მისი ავტორი ქართველი ქუჩის მხატვარი “გაგოშაა” (Gagosh) რომლის ნამუშევრებიც უმეტესად სოციალურ და პოლიტიკურ თემებს ეხება და მიმდინარე ამბების ილუსტრაციას წარმოადგენს.

ნახატზე ცნობილი მეცენატი ჩემოდნით გადის ეზოდან. გაგოშა ამ ნახატით მწერალთა სახლის და წიგნის ეროვნული ცენტრის გაუქმებას და მათ ბაზაზე ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდის შექმნას ეხმაურება.  არტისტი რადიო “ფორტუნასთან” ამბობს, რომ ქართული კულტურის განვითარებისთვის მწერალთა სახლს ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის და მისი გაუქმება დაუშვებელია.

“აქამდე მწერალთა სახლი იყო ინსპირაციის წყარო ბევრი ხელოვნისთვის, ასევე წარმოადგენდა პლატფორმას არტისტების კომუნიკაციისთვის. ბევრი კარგი საღამო და ფესტივალი ჩატარდა. ჩემი აზრით, ქართული კულტურის განვითარებისთვის მწერალთა სახლს ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის. ახლა კი გაურკვეველია რატომ გახდა საჭირო პროფილის შეცვლა, რომელიც წარმატებული იყო და თავის ფუნქციას კარგად ასრულებდა. ასეთი ღია სივრცეები, სადაც ხდება აზრების გაცვლა, კოლაბორაცია, ახალი არტისტების გაზრდა, აუცილებელია კულტურისთვის, თბილისში თითზე ჩამოსათვლელია ასეთი ადგილები და დაუშვებელია მათი გაუქმება.” – აღნიშნა გაგოშამ “ფორტუნასთან”.

 

შენობა, სადაც ამჟამად მწერალთა სახლია განთავსებული, ცნობილმა მეცენატმა და ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელმა, დავით სარაჯიშვილმა 1903-1905 წლებში ააგო.

შეგახსენებთ, რომ მწერალთა სახლი 20 ივნისს გაუქმდა და მის ნაცვლად ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი შეიქმნა, რომელსაც მწერალთა ნაწილი ბოიკოტს უცხადებს.

მათი აზრით, ხელისუფლება ვერ ხედავს წიგნის ცენტრისა და მწერალთა სახლის მიღწევებს და წიგნის სფეროსთან დაკავშირებულ ადამიანებს ანგარიშს არ უწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები