LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ქაცარავას ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს

797
qacarava

მოძრაობა “ძალა ერთობაშია”-ს ლიდერი დავით ქაცარავა ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ ბრალი წარუდგინეს. მისი განმარტებით, საქმე ხუთი თვი წინანდელ ამბავს ეხება. როგორც ქაცარავა ამბობს, მას პოლიცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი ნაწილით ედავება, რაც ძალადობას გულისხმობს.

“ჩემო მეგობრებო!
ალბათ გახსოვთ, მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, სოფელ ბობნევში ხელისუფლების მოგზავნილი ტიტუშკების თავდასხმა მოეწყო ჩემზე.
მას შემდეგ გავიდა 5 თვე.
გუშინ დამირეკეს გორის პოლიციიდან და დამიბარეს “საგამოძიებო მოქმედებაზე” იგივე ამოცნობაზე.
რა თქმა უნდა დღეს ჩავედი ამ პროცედურაზე.
საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ, როდესაც ვაპირებდი წამოსვლას, ჩემთვის მოულოდნელად მაცნობეს, რომ უნდა წარმიდგინონ ბრალი 126/1.
ტკენიათ ტიტუშკებს რაღაც.
მოკლედ, ბრალი წარმიდგინეს, მე ბუნებრივია ბრალს არ ვაღიარებ, ჩემზე 2019წლის 20 აგვისტოს განხორციელდა თავდასხმა, მე კი თავს ვიცავდი. ველოდებით სპექტაკლის გაგრძელებას.
16.41ч. Гори, Грузинская ССР.” – წერს დავით ქაცარავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები