LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ქაცარავა: რუს ოკუპანტებს მოუწევთ სახლში გამგზავრება (ფოტოები)

83

მსახიობი, ტელეწამყვანი და ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია”-ს დამფუძნებელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში, სამშვიდობო სადამკვირვებლო მისიის 22-ე დღეზე წერს.

ქაცარავა დარწმუნებულია, რომ რუსი ოკუპანტები საქართველოს დატოვებენ.

“თითქოს არაფერი ხდება.მაგრამ ჰაერშიც კი იგრძნობა ის მუხტი, რომელიც ჩვენ გაგვამარჯვებინებს!!!!
მოვა ის დღე, როდესაც რუსი ოკუპანტი დატოვებს საქართველოს!!!
ყოველ დღე ჩვენ ვიზრდებით და ვძლიერდებით, ვსწავლობთ და კიდევ უფრო მოტივირებულები ვხდებით!!!!
ჩვენ გვაძლიერებს ყველაფერი რაც ჩვენს თავს ხდება – წარმატებები და შეცდომები, შექება და კრიტიკა, ყოველ დილით გაღვიძება ენერგიულად და საღამოს დაღლილად წასვლა საოკუპაციო ზონიდან.
ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი სამშობლო!!!მას ჩვენი თავგანწირვა ჭირდება დღეს!!!!
გავერთიანდეთ და ჩვენ გავიმარჯვებთ, ვიბრძვით ყველა და ვიბრძვით ყველგან!!!!”, – წერს ის სოციალურ ქსელში და დღევანდელ ფოტოებსაც აქვეყნებს.

დღევანდელ პოსტებში ქაცარავა ასევე აღნიშნავს, რომ მოძრაობა “ძალა ერთობაშია” არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენს და დამოუკიდებლად მოქმედებს. ქაცარავას თქმით, პოლიტიკურ პარტიებთან კოლაბორაცია არც მომავალში იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები