LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ქაცარავა: “ჩვენი მებრძოლების, ვაჟა ცეცაძის და ნადიმ ხმალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ არ არის დამაკმაყოფილებელი, მეტიც, შეიმჩნევა გაუარესება”

275
დავით-ქაცარავა

მოძრაობის “ძალა ერთობაშია” დამფუძნებელი დავით ქაცარავა, რომელიც უკრაინაში იმყოფება ქართველი მებრძოლების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს.

როგორც ქაცარავა აღნიშნავს, ვაჟა ცეცაძის და ნადიმ ხმალაძის მდგომარეობა გაუარესდა.

“ჩვენი მებრძოლების, ვაჟა ცეცაძის და ნადიმ ხმალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ არ არის დამაკმაყოფილებელი.
მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული პარამეტრებით შეიმჩნევა გაუარესება.

გოსტომელის აეროპორტში ზარინით მოწამვლის შემდეგ რეაბილიტაციის კურსი ძალზე არაეფექტურად მიმდინარეობს.

დღეს ნადიმი და ვაჟა კვლავ უნდა გადავიყვანოთ დამატებით ანალიზებზე,” – წერს დავით ქაცარავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები