თბილისის მერი “თბილისობის” ღონისძიებას განახლებულ აღმაშენებელზე ესწრება. თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს და ხვალ 20-ზე მეტი სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდება.
დავით ნარმანიას თქმით, წელს პირველად ჩვენი დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები მოეწყობა, სადაც მათი კულტურის, სამზარეულოსა და ტრადიციების ჩვენება გაიმართება. დღესასწაულის შემაჯამებელი გალა კონცერტი აბანოთუბანში ჩატარდება.
ნარმანიას ინფორმაციით, თბილისობის დღესასწაულისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან ერთ მილიონამდე ლარი დაიხარჯა.