ქართველი ფალავანი დავით მოძმანაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონად გამოცხადდება. თავისუფალ ჭიდაობაში უზბეკ მძიმეწონოსან ოლიმპიურ ჩემპიონ არტურ ტაიმაზოვს ლონდონის 2012 წლის სინჯებში დოპინგი აღმოუჩინეს და უკვე მეორე ოლიმპიურ ოქროს ართმევენ, ეს კი ავტომატურად ნიშნავს, რომ ოლიმპიურ ჩემპიონად ქართველი ფალავანი დავით მოძმანაშვილი გამოცხადდება.
Sportall.ge-ს ინფორმაციით, არტურ ტაიმაზოვს, რომელმაც უკვე დაასრულა სპორტული კარიერა და ამჟამად რუსეთის დუმის დეპუტატია, ერთხელ უკვე ჩამოართვეს პეკინის 2008 წლის თამაშებზე მოპოვებული ოქრო.
შედეგად, ტაიმაზოვს სამგზის ოლიმპიური ჩემპიონობის ნაცვლად მის კარიერაში მხოლოდ ერთი, 2004 წელს ათენში მოპოვებული ოქრო რჩება.
”დავით მოძმანაშვილს უკვე შეგვიძლია, ოლიმპიური ჩემპიონობა მივულოცოთ იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა ეს ამბავი.
ეს მეორე შემთხვევაა, როცა საერთაშორისო დოპინგ-სკანდალით ჩვენც ვისარგებლეთ – ცოტა ხნის წინ დისკვალიფიკაციის გამო 2008 წელს მოპოვებული ვერცხლი ჩამორთვეს 97 კილოგრამში ყაზახეთის სახელით მოჭიდავე ოს თეიმურაზ თიგიევს (მანამდე მისი ძმაც დასაჯეს ანალოგიურად) და ის გიორგი გოგშელიძეს გადაეცა”, – ნათქვამია sportall.ge-ს სტატიაში.