„გიორგი გახარია და მისი წარმომადგენლები მე მგონია, რომ პოლიტიკური პულსირების მიღმა არიან დარჩენილები. არა მხოლოდ მათი რეიტინგიდან გამომდინარე. მათი განცხადებები პირდაპირ მეტყველებს, რომ ძალიან გაუჭირდება ამ ვითომ პოლიტიკურ ძალას 5 % ბარიერის გადალახვა“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით მათიკაშვილმა.
გადაცემაში დღის თემა“ „ქართული ოცნების“ წევრი პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პარტია მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ მოიწვიოს გენერალური პროკურორი და მისი მონაწილეობით განიხილოს ელიტური კორუფციის ფაქტების გამოძიებაზე, კორუფციონერთა დაკავებასა და ბრალდებაზე პასუხისმგებელი მთავარი უწყების – პროკურატურის საქმიანობის ანგარიში. დავით მათიკაშვილს გახარიას გულწრფელობაში ეჭვი ეპარება და ამბობს, რომ მისი გუნდის მიზანი პოლიტიკაში დარჩენა და და საზოგადოებისთვის თავის შეხსენებაა.
„ძალიან დიდი ეჭვი მინდა შევიტანო გახარიას გულწრფელობაში ყველა მნიშვნელობით. თვითონ ბრძანდებოდა პრემიერ-მინისტრი და თუ რაიმე ეჭვი ჰქონდა და რამე აწუხებდა თვითონ შეეძლო ამ ყველაფრის გამოკვლევა. რა ეჭვებზე და გამოკვლევაზეა საუბარი, როდესაც საკუთარი ქვეყანა, აღარ არის ლაპარაკი პარტიაზე და მთავრობაზე, საკუთარი ქვეყანა მიატოვა და ქვეყანას უღალატა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ძლიერი ხელმძღვანელი, ძლიერი პრემიერ-მინისტრი. რა კორუფციის ნიშნებზეა საუბარი, როდესაც ყველაფერი გააკეთა ნაცმოძრაობასთან ერთად, რომ კოლაფსი მომხდარიყო საქართველოში“ – განაცხადა მათიკაშვილმა პირდაპირ ეთერში.