LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით მაღრაძე: „შესაძლოა, ვიღაცის ინტერესში შედის, ისევ დავერიოთ ერთმანეთს ქართველები, აფხაზები და ოსები, ეს არის ქართული სახელმწიფოს განადგურების მცდელობა“

121
befunky-collage-2022-03-28_09-16-15_973189

„საქართველოს მოსახლეობას აფხაზებთან და ოსებთან ომი არ უნდა. ეს მაშინაც რუსეთის მიერ პროვოცირებული ომი იყო. ისტორიულად, ჩვენ ამდენი საუკუნე ერთად მოვედით“, – ამის შესახებ პოეტმა, დავით მაღრაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ერთი კულტურული სივრცის წიაღში ვცხოვრობდით, შერეული ქორწინებებით და აქ საფუძველი არ იყო იმისა, რომ ასეთი ბზარები გაჩენილიყო და რომ ასეთ სისხლისმღვრელ ბრძოლებში გადაიზრდებოდა. სამწუხაროდ, ეს მოხდა.

ახლა იმის ნაცვლად, რომ ამ ურთიერთობების აღდგენაზე გვქონდეს მთელი ყურადღება მობილიზებული ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც, როგორ აღვადგინოთ ჩვენი საუკუნეობრივი, კულტურული ურთიერთთანაცხოვრება ერთ სახელმწიფოში ჩვენ, აფხაზებმაც და ოსებმაც, ამის ნაცვლად, შესაძლოა, ვიღაცის ინტერესში შედის, ისევ დავერიოთ ერთმანეთს ქართველები, აფხაზები და ოსები, ეს არის ქართული სახელმწიფოს განადგურების მცდელობა. მე ამას ასე აღვიქვამ“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები