LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით კოვზირიძე: “გაზაფხულზე ჩვენთან არარსებული კოვიდის გამო ხელები გადაიტყავეს ტაშისკვრით, დღეს კი იქით გვაბრალებენ, რომ ვირუსს ცუდად ვუმკლავდებით…”

129
davitkoviziridze2024

ჟურნალისტი დავით კოვზირიძე სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, რომ გაზაფხულზე ხელისუფლება არარსებულ კოვიდთან გამკლავების გამო იწონებდა თავს, დღეს კი საზოგადოებას აბრალებენ ეპიდსიტუაციის გაუარესებას.

გთავაზობთ ჟურნალისტის პოსტს:

“საქართველო ოდესმე თუ იყო რამით წარმატებული, ეს ჭადრაკი გახლდათ. განსაკუთრებით, ქალთა ჭადრაკი, სადაც ისე ვიყავით, როგორც ბრაზილიაა ფეხბურთში. რა არის ჭადრაკი – რამდენიმე სვლის წინასწარ დაგეგმვა, მათზე პასუხების და მერე ამაზე შენი პასუხების თვლა, მილიონობით ვარიანტია. ამაში ვიყავით საუკეთესოები მსოფლიოში და დღეს რა ხდება? რამდენიმე მილიონ ვარიანტს კი არა, იმას ვეღარ ვითვლით, რომ მაგალითად ხელისუფლება, რომელმაც რამდენიმე წელია დროშა ვერ დაკიდა, საერთოდ ვერაფერს გააკეთებს. ამ წინარგახედვის გამო იყო, გაზაფხულზე ჩვენთან არარსებული კოვიდის დამარცხების გამო ხელები რომ გადაიტყავეს ტაშისკვრით და დღეს, ვისაც ტაშს უკრავდნენ, ისინი აქეთ გვაბრალებენ, თქვენი ბრალია, მსოფლიოში ყველაზე ცუდად რომ ვუმკლავდებით კოვიდსო. არადა უმარტივესი, ორსვლიანი კომბინაცია იყო ამის გამოცნობა. მოდი ეხლა სავარჯიშოც გავაკეთოთ – თქვენი აზრით, სადაა საპენსიო ფონდის ასეულობით მილიონი ლარი?”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები