ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბიზნესმენ დავით კოდუას, პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი დაუდასტურდა.
ბიზნესმენი, დავით კოდუა ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს
ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს:
“პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშესახლებულ დ. კ-ს გეგმიური PCR-ტესტირებით კოვიდ-19 დაუდასტურდა.
ბრალდებული დ.კ პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლდა 2021 წლის 14 აპრილს, სსკ 126-1 (ოჯახში ძალადობის) მუხლის საფუძველზე. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისას სწრაფი ტესტის საშუალებით ბრალდებულს კოვიდ-19 არ დაუდასტურდა. 15 აპრილს დაწესებულებაში ჩაუტარდა გეგმიური PCR-ტესტირება, რითიც დადასტურდა კოვიდ-19.
ბრალდებული საკანში იმყოფებოდა მარტო, შესაბამისად, სხვა პატიმრებთან შეხება არ ჰქონია. დ.კ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა, მიუხედავად ამისა, დაკვირვების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკაშია ჰოსპიტალიზირებული.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახში ძალადობის ბრალდებით 12 აპრილს დააკავეს.