დავით გარეჯში საზეიმო ვითარებაში გახსნილი ახალი სასაზღვრო პუნქტის გამო, გიდები საქართველოს ხელისუფლებისგან რეაგირებას მოითხოვენ. ისინი საგარეო საქმეთა სამინისტროს უმოქმედობაში ადანაშაულენ. გიდების განცხადებით, თუ უწყების მიერ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, სამინისტროსთან და აზერბაიჯანის საელჩოსთან აქციებს მოაწყობენ.
აზერბაიჯანმა დავით გარეჯის ტერიტორიაზე ახალი სასაზღვრო პოსტი 6 ოქტომბერს გახსნა. ახალი საგუშაგო „კეშიკჩი გალა“ საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, რომელსაც აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელი ელჩინ გულიევი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, გახსნის ცერემონიაზე აღინიშნა, რომ სასაზღვრო კომპლექსის გახსნა საზღვრის დაცვასთან ერთად, აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვასაც ისახავს მიზნად.