LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით გარეჯში გადაადგილება შეუფერხებლად მოხდება – დავით ზალკალიანი

87
გარეჯიდავით

შევთანხმდით აზერბაიჯანულ მხარესთან, რომ უახლოეს პერიოდში განახლდება ერთობლივი სადელიმიტაციო კომისიის სხდომა და გადაადგილება სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ ნაწილებზე განხორციელდება შეუფერხებლად,  – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე კომენტირებისას განაცხადა.

დავით ზალკალიანის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრს ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა აზერბაიჯანელ კოლეგასთან.

„მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პრემიერის დავალებით ვიყავი და ვარ მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგასთან. ჩვენ, რა თქმა უნდა ვხელმძღვანელობთ ჩვენი ურთიერთობებიდან გამომდინარე. საქართველო და აზერბაიჯანი გახლავთ სტრატეგიული პარტნიორები. ბუნებრივია, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე განსაკუთრებული სიფრთხილით ვუდგებით ამ თემას, ჩვენ შევთანხმდით აზერბაიჯანულ მხარესთან, რომ უახლოეს პერიოდში განახლდება ერთობლივი სადელიმიტაციო კომისიის სხდომა. კომისიის შემადგენლობაში იყო განახლება საჭირო, რის შემდეგაც და უახლოეს პერიოდში კომისია განაახლებს საქმიანობას, რათა მიღწეულ იქნას შეთანხმება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, მინისტრის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გადაადგილება სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ ნაწილებზე განხორციელდება შეუფერხებლად და დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად.