LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის მილიონი ლარი დაიხარჯება

70

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის მილიონი ლარი დაიხარჯება. როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, კომპლექსის რეაბილიტაციას სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტი სამონასტრო კომპლექსში მდებარე კელიების ფასადების მოპირკეთებასა და კეთილმოწყობას, წყლის, კანალიზაციისა და ელექტრო-მომარაგების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, გაკეთდება ვიზიტორთა ცენტრი და ავტოსადგომი.

გათვალისწინებულია მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. პროექტის ფარგლებში 30-ამდე ადამიანია დასაქმებული.