LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით გარეჯის საკითხი მეგობრულად გადაწყდება

111
233750600

აზერბაიჯანში დავით გარეჯის საკითხზე, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა გაიმართა.

მამუკა ბახტაძე დარწმუნებულია, რომ ყველა საკითხი, რომელიც ამ პროცესს ეხება, იმ სულისკვეთებით იქნება გადაწყვეტილი, რასაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული, მეგობრული ურთიერთობები ჰქვია.


„შემდეგი ორი დღის განმავლობაში ბაქოში გაიმართება კომისიებს შორის შეხვედრები. მოგეხსენებათ, ჩვენ კონსულტაციების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიქმნებოდა ახალი კომისიები და დაიწყებდნენ მუშაობას. ეს არის საკმაოდ შრომატევადი პროცესი. თითოეულ ნიუანსს სჭირდება განსაკუთრებული ყურადღების მიპყრობა. აქედან გამომდინარე, კომისიის მუშაობის შედეგებზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყველა საკითხი, რომელიც ამ პროცესს ეხება, იმ სულისკვეთებით იქნება გადაწყვეტილი, რასაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული, მეგობრული ურთიერთობები ჰქვია,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა გაიმართება

უცნობია, რა კონტექსტში დააყენებს ქართული მხარე საკითხს, დავით გარეჯში განვითარებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები