ჩიჩხიტურსა და უდაბნოს მონასტებში სასულიერო პირები კვლავ არ შეუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
„კელიებში მაინც არც სასულიერო პირებს უშვებენ და არც მომლოცველებს, ერთადერთი ადგილი სადაც დღეს სასულიერო პირები დაუშვეს, ქედზე მდებარე აღდგომის სახელობის ტაძარია.“-ამბობს დავით გარეჯის კომპლესიის გიდი ზვიად ანანიაშვილი.
ანანიაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ სიტუაცია კვლავ არ შეცვლილა. აღდგომის თაძარში, ისედაც მხოლოდ ბერები შედიოდნენ. ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრებში კი სასულიერო პირები კვლავ ვერ შედიან.
ხვალიდან დავით გარეჯის ეკლესიები იხსნება - რა შეთანხმებას მიაღწია გახარიამ აზერბაიჯანთან
სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის გარკვეული საზღვრის მონაკვეთები, რომლებიც არ არის დადგენილი
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კი დღეს აღდგომის ტაძარში იმყოფებოდა. ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ მან აღნიშნა, რომ დღეს აღდგომის ტაძარში შესვლის შესაძლებლობა მიეცათ. დეკანოზმა ისიც თქვა, რომ ეს არის პროცესის პირველი ეტაპი, რათა ვითარება გამოსწორდეს და აღდგეს სტატუს-კვო.
“გუშინდელი განცხადების შემდეგ, რაც ჩვენმა პრემიერმა გააკეთა, ბუნებრივია, ჩამოვედით, ვნახეთ ადგილზე ვითარება. ჯერჯერობით ასვლა შეიძლება მხოლოდ აღდგომის ტაძარში. იმედი გვაქვს, ეს არის ამ პირველი ეტაპის დასაწყისი. სიტუაციის გამოსწორებისკენ გვაქვს ტენდენცია. იმედი გვაქვს, სრულად აღდგება სტატუს-კვო.”-ამბობს დეკანოზი ანდრია.
დავით გარეჯში აზერბაიჯანელები სასულიერო პირებს არ უშვებენ
შეიძლება ასე ყველამ თავზე გადავლა დაგვიპიროს... რატომ დაიძაბა ვითარება?
შეგახსნებთ, რომ 9 ოქტომბერს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრაზე მათ დავით დარეჯის საკითხიც განიხილეს. რის შემდეგაც გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 11 ოქტომბრიდან ქართული სამღვდელოებისვის დავით გარეჯის ეკლესიები გაიხსნებოდა.
მანამდე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დავით გარეჯთან დაკავშირებით პრემიერს წერილით მიმართა და მოითხოვა, აღდგეს აქამდე არსებული სტატუს-კვო და სასულიერო პირებს, მომლოცველებს და ტურისტებს არ შეექმნათ პრობლემა უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონახულებაზე.
“ამდენი ხნის რეალობა წელს, ყოველგვარი ლოგიკის გარეშე, შეიცვალა, ჩვენ ვერ შევეგუებით”-პატრიარქი დავით გარეჯზე