LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი საბერეები  და მრავალწყაროს ტაძარი კრიტიკულ მდგომარეობაშია

156
დავით გარეჯა

დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი საბერეები და მრავალწყაროს ტაძარი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამის შესახებ შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილ წერილში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო საუბრობს, რომელიც ძეგლზე კვლევის სასწრაფო, გადაუდებელი აუცილებლობისთვის 170 ათასი ლარის მარტივი შესყიდვის განახორციელებას ითხოვს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პირველ ეტაპზე კვლევა, ხოლო შემდგომ, რეაბილიტაციის გეგმა უნდა შემუშავდეს. საბერეები გარეჯის ქედზე, იორმუღანღლოს ტერიტორიაზე, ასევე მრავალწყაროს ტაძარში მდებარეობს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე ძეგლის კრიტიკული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. როგორც მან ტვ “პირველთან” საუბრისას განაცხადა, როდესაც 2 წლის წინ, სააგენტომ ძეგლზე კვლევა დაიწყო, რღვევა მაშინ დაწყებული არ ყოფილა.

“ზოგადად, ძეგლს რომ დიდი პრობლემა ჰქონდა, ყველამ ვიცით და ამიტომაც შევედით საკვლევად. დროთა განმავლობაში იქ რაღაც პროცესები მიმდინარეობდა. აუცილებლად ჩავთვალეთ და უკვე გვაქვს მეთოდოლოგია კონკრეტული გამაგრებითი ნაწილი დავიცვათ – ეს არის კონკრეტული ადგილის პრევენციული გამაგრებები, რათა რღვევა არ გაგრძელდეს. იცით, რომ დღეს საბერეებში ბერები არ ცხოვრობენ და შესაბამისად, სამუშაო გარემო უფრო თავისუფალია. ამას ეტაპები სჭირდება და არ ნიშნავს, რომ დღეს გაგვეღვიძა და საბერეებში შევედით, მთელი რიგი პროცესები მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება,” – განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.