LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით დარჩიაშვილი : შეგიძლიათ, ილიას უნივერსიტეტში, “დამიპადიეზდოთ”

74

„მიშა უნდა დარჩეს ენმ-ს დამფუძნებლად, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ისტორიულ სიმბოლოდ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტად, მაგრამ, სანამ იგი არ ჩამოვა, პარტიის შიდა მართვაში არ უნდა მონაწილეობდეს,“-  ამის შესახებ „ფეისბუქზე“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით დარჩიაშვილი წერს.

„ვაჰ, რა შემოტევაა. ზოგმა – მოღალატეო, ზოგმა – სიტყვის გამტეხიო, მანდატს თავზე დაგახევთო, მიშას შეუცვლელად თვლიდი, ახლა დაგავიწყდაო. . . ერთი პირობა, იფიქრებს კაცი, გავეშვა, რაც უნდა ის უთქვამთ თუ უქნიათ. მაგრამ რახან განგებამ ფბ-ზე დაგვაკავშირა, ერთად გეტყვით და მერე ყველამ თავისი არჩევანი გააკეთოს: 1. ყრილობაზე “ბილეთი” დელეგატის მანდატია, ხომ? ვთქვი არ ავიღებთქო და არ ავიღებ. ამით მოხდება ის, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებ. იქ თუ მაინც მოვედი, ეს პარტიული მეგობრების სურვილით მოხდება – თუ მეტყვიან, რომ აზრი უნდა გამოვხატო. თქვენც გაგეხარდებათ: საშუალება მოგეცემათ თქვენი ვაჟკაცობა ცხადში დაადასტუროთ, თორემ ფბ-ზე მუქარები რა საკადრისია? 2. კი, მიშა და ნაციონალური მოძრაობა ერთიანად მიმაჩნდა 2015 წლის დასაწყისში (მიტრიალებენ ძველ პოსტსა თუ კომენტარს, ადრე ასე ფიქრობდი და ახლა დაგავიწყდაო). და რა გინდათ, ამით რომ თქვათ? ამის მერე ხდება ისეთი მოვლენები, რამაც 2016 წლის არჩევნების შემდეგ მიმიყვანა აზრამდე, რომ მიშა უნდა დარჩეს ენმ-ს დამფუძნებლად (ისტორიაა, ამას ვერავინ შეცვლის), დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ისტორიულ სიმბოლოდ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტად, მაგრამ, სანამ იგი არ ჩამოვა, პარტიის შიდა მართვაში არ უნდა მონაწილეობდეს. არ გამოდის სხვაგვარად პარტიის ფუნქციონირება: ინტრიგების, დაპირისპირებების მეტს არაფერს უწყობს ეს ხელს. გადაწყვეტს ყრილობა სხვანაირად? ანუ, მოხდება ენმ-ში შიდაპარტიული რევოლუცია? კი, ბატონო: მე, ალბათ, გავალ უკვე პარტიიდანაც. ალბათთქო, იმიტომ ვამბობ, რომ ვის შეხედულებებსაც პარტიის ტაქტიკაზე დღეს ვიზიარებ, არ მინდა მივატოვო უმცირესობაში. თუმცა, არა მგონია, განსხვავებული აზრის ატანა მოხდეს ყრილობის შემდგომ ენმ-ში და ალბათ ყველას გასვლა აჯობებს, ვინც ყრილობის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმება. ეს არის და ეს. ახლა კი გთხოვთ, ემოციები დაიოკეთ და უზრდელურ კომენტარებს ნუ დაწერთ. თუ ვერ იოკებთ, თავდასხმა გინდათ, არსად არ გავრბივარ. შეგიძლიათ მიპოვნოთ პარტიის ოფისში (ჯერჯერობით), ილიას უნივერსიტეტში, “დამიპადიეზდოთ” –  წერს დარჩიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები