LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ჭიჭინაძე: ღარიბაშვილი პირდაპირ ვერ დაეთანხმა ივანიშვილს დამცინავ შეფასებებში, რომ არაფერს წარმოადგენს, მაგრამ მაინც არ აწყენინა და აბსურდული განცხადებები გააკეთა

108
დავით ჭიჭინაძე

„ღარიბაშვილი პირდაპირ ვერ დაეთანხმა ბიძინა ივანიშვილს მის დამცინავ შეფასებებში, რომ არაფერს წარმოადგენს, მაგრამ მაინც არ აწყენინა და ისეთი აბსურდული განცხადებები გააკეთა რომ დამამტკიცებელი დაუდო“, – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აბსურდია, როდესაც 200 ათასი ადამიანის დასაქმებას აანონსებ და თან ორ-ორ ადგილას, გამოდის 600 ათასი სამუშაო ადგილი ყოფილა ქვეყანაში და აქამდე დამალული ჰქონდათ.

შრომისუნარიანი მოქალაქეები სიღარიბეს, უმოქმედობას შევაჩვიეთ – სოციალური დახმარების ნაცვლად, სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ: ღარიბაშვილი

„გარდა ამისა, 200 ათასი კაცის სამუშაო ადგილის შექმნა, დამატებითი ღირებულების შექმნას ნიშნავს. ანუ ჩვენს ქვეყანაში იმდენი ახალი დამატებითი პროდუქტი შეიქმნება, რომ იქიდან შემოსული გადასახადებით არათუ პენსიონერს მოემატება პენსია და მასწავლებელს ხელფასი, ეს ჩვენ მთლიანი შიდა პროდუქტს გააორმაგებს, რაც ჯერ ვერავინ მოახერხა, ხოლო თუ ეს ყველაფერი ღარიბაშვილმა ამდენი ხანი იცოდა და ორი პრემიერობის მანძილზე გვიმალავდა, მაშინ ივანიშვილის მდივანი კი არა, დასაჭერი ყოფილა.

ან რას ნიშნავს საზოგადოებრივად სასარგებლო სამუშაოები?! აქამდე ვიცოდით, რომ ამას პატიმრებს უსჯიდნენ და ასე აპირებს პრემიერი 200 ათასი ადამიანის დასაქმებას?! გამოდის ეს ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ სოციალური დახმარების შეწყვეტას აპირებენ, რადგან დაფინანსების წყარო აღარ არსებობს. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ისედაც დაცლილი ქვეყნიდან ახლა უკვე ნამდვილად ყველა გაიქცევა, ვისაც კი ამის ელემენტარული საშუალება მიეცემა.

ასე რომ, ბიძინა ივანიშვილის განცხადება კი არაა ამოგლეჯილი კონტექსტიდან, კონტექსტიდან მთელი 9 წელია ამოგლეჯილი, რასაც ვერასოდეს გავასწორებთ“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი – მე ვარ ყველას პრემიერ-მინისტრი და პასუხისმგებელი ვარ ამ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე – ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, ბოლომდე დავიხარჯო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები