LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ბაქრაძე:“ქართულმა მხარემ უარი არ უნდა თქვას ლავროვი-ჯანელიძის შეხვედრაზე თუკი შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა იარსებებს”

61

“ქართულმა მხარემ უარი არ უნდა თქვას ლავროვი-ჯანელიძის შეხვედრაზე თუკი შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა იარსებებს,” – ასე გამოეხმაურა  ჯანელიძე-ლავროვის შესაძლო შეხვედრას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე .

”თუ შეხვედრა იქნება მომზადებული და იქნება კონკრეტული თემები, სადაც იარსებებს შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა, რა თქმა უნდა, შეხვედრაზე უარი არ უნდა ვთქვათ, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც არ მიმდინარეობს არავითარი მზადება, როდესაც რუსეთი აგრძელებს პროვოკაციულ ნაბიჯებს, როდესაც 2 დღის წინ პრეზიდენტმა პუტიმა ცალ-ცალკე მიულოცა საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ფაშიზმზე გამარჯვება, როდესაც გრძელდება საქართველოს ტერიტორიების მიტაცება, ამ ყველაფრის ფონზე შეხვედრა მე მეჩვენება კონტპოზიტიურად“, – განაცხადა ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის თქმით, ეს არის საფრთხე, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გაიაზროს. „ეს არის ძალიან დიდი საფრთხე ასეთი შეხვედრიდან. მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, კარგად გაიაზრონ ეს საფრთხე და უბრალოდ უაზრო პიარქულების ჩაწერისთვის ნუ ჩაატარებენ ასეთ შეხვედრას, რადგან ეს ვერ მოიტანს ვერანაირ სარგებელს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები