დავით ბაგრატიონ მუხრანბატონი აცხადებს, რომ დაინტერესებულია მევენახეობა-მეღვინეობით და გადაწყვიტა ივანე ბაგრატიონ მუხრანბატონის ნაკვალევს გაჰყვეს და დიდებული ღვინო დააყენოს.
ამის შესაბებ დავით ბაგრატიონი სოციალურ ქსელში წერს და პირველი მოსავლის ფოტოებსაც აქვეყნებს:
“ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას და ამაყი ვარ იმით, რომ მივყვები ივანე ბაგრატიონ მუხრანბატონის ნაკვალევს, დაინტერესებული ვარ მევენახეობა-მეღვინეობით და გადავწყვიტე დიდებული ღვინის დაყენება.
✔ საბჭოთა ოკუპაციისა და ექსპროპრაციების წლებმა ვერ შეგვიშალა ხელი კვლავ ვიფიქროთ მუხრანის მიწის შესაძლებლობებზე.
✔ 4 წლიანი ლოდინის შემდეგ, ჩვენ უკვე ავიღეთ პირველი მოსავალი.
✔ ჩემთვის დიდი პატივია ვიმუშავო იმ ადამიანებთან, რომელთა წინაპრებიც მუშაობდნენ ივანე მუხრანბატონთან ” – წერს დავით ბაგრატიონ მუხრანბატონი.