LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი გამოკითხვაზე მივიდა

257
ftkf

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა. როგორც მისი უფლებადამცველი ლევან მახარაშვილი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საგამოძიებო უწყებაში ნებაყოფლობით გამოცხადდა.

“ბატონი დავითი არის უდანაშაულო, ნებაყოფლობით გამოვცხადდით დღეს, რათა მივაწოდოთ გამოძიებას ინფორმაცია და ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას”, – განაცხადა ლევან მახარაშვილმა

დავით ბაგრატიონს საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ის საგამოძიებო უწყებაში ყოფილ მეუღლეზე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკზე განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მისცემს ჩვენებას.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საქართველოში ესპანეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები