“ერთი იდეა მაქვს, ინგა გრიგოლიას ვესაუბრე, ასეთი გამოსვლებით ამათ ვერაფერს გავუკეთებთ”,- ამის შესახებ დავით აქუბარდიამ დღეს, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“გულწრფელად გეუბნებით, მეშინოდა, რომ დღეს ცოტა ხალხი შეიკრიბებოდით. მახარებს და მეამაყება, რომ ამდენი მხარდამჭერი გვყავს.
წეღან ვესაუბრე ინგა გრიგოლიას და მე მგონი, ასეთი გამოსვლებით ამათ ვერაფერს გავუკეთებთ. ჩემი სუბიექტური აზრია და არ იფიქროთ, რომ რაღაც ემოციები მასაუბრებს.
ეგება ფორმა შეგვეცვალა და ბიძინა ივანიშვილისთვის მიგვეცა ვადა 1 კვირა და შემდეგ შაბათს, ბიძინა ივანიშვილს დავადგეთ, სადაც იქნება, ეს კაცი უნდა მოშორდეს ქვეყანას”,- განაცხადა დავით აქუბარდიამ.
ვატო წერეთელი: ამდენი პროტესტია, სად არის ქალაქის მერი, არ უტყდება? არ რცხვენია?
ჩიჩუა: ინკვიზიცია ღმერთის სახელით იყო, იფიქრეთ შვილებზე, რომ სადმე ბნელ კუთხეში არ ჩაქოლონ