ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიების ფარგლებში, 12 მარტს, 11:00-დან 13:00 საათამდე, დავით აღმაშენებლის გამზირზე, N24 სკოლიდან მარჯანიშვილის მოედნამდე სატრანსპორტო მოძრაობა გადაიკეტება.
თბილისის მერიის განცხადებით, მარათონი – “ჩემი გაზაფხული” ჩუღურეთის რაიონის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით, 2015 წლიდან ტარდება, რომელიც ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ჩუღურეთის რაიონში არსებული სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდები.