LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავიცვათ შვილები და აღვასრულოთ კანონი – ფალავანდიშვილი ამბობს, რომ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს არ შეუშვებს

256
BeFunky-collage

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი 8, 9 და 10 ნოემბერს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე კინოთეატრების პიკეტირებას გეგმავს.კინო ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ. მისივე თქმით, ხელისუფლებამ „კინოთეატრებში თავის შვილების გასარყვნელ სიბინძურეს მწვანე შუქი აუნთო.“ მისივე თქმით, მომხრეებთან ერთად კინოთეატრ ამირანთან 5 საათზე მივა.ფალავანდიშვილის კომენტარს ,,პირველი არხი” ავრცელებს.

 ,,ჩვენი მძევალი სახელმწიფოა, ექვემდებარება სოდომისტურ მაფიას, კინოთეატრებში თავის შვილების გასარყვნელ სიბინძურეს მწვანე შუქი აუნთო. ქართველ ხალხს და ერს აქვს ვალდებულება, დაიცვას კანონი ყველა წესრიგის დაცვით, მაგრამ ფიზიკური ხელის შეშლით. არც ერთ კინოთეატრში არ უნდა მოხდეს ამ ფილმის ჩვენება“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

ის მოუწოდებს მთავრობას, აღკვეთოს ფილმის ჩვენება.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ქართული პრემიერისთვის ემზადება - თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ - ქართულ-შვედური კოპროდუქცია, ფილმი, რომელიც შვედეთმა „ოსკარის“ პრეტენდენტად დაასახელა, უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია

„გაყიდულია ყველა ბილეთი და ძირითადად იყიდეს საელჩოებმა. როგორ ვაპირებთ ამ ყველაფერს და ფიზიკურად როგორც მოხდა პრაიდზე. პოლიციას ჰყავს თავისი ძალები, ხალხს ჰყავს ყავს თავისი. პოლიცია თუ დაიცავს მათ, დაიცავს ჩვენი შვილების გარყვნას. ის ხდება უკანონო, კანონდამრღვევი, მოძალადე. პოლიცია თუ ხელს შეგვიშლის, ჩვენ შევუშლით ხელს, რომ არ დაიცვას ამ სიბინძურის ჩვენება. გვაქვს იმედი, რომ პოლიცია ქართველ ხალხს არ დაარბევს“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებას“ მხარდაჭერას უცხადებს ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძეც. ის არ გამორიცხავს, რომ „ამირანსა“ და „აპოლოში“ ჩვენების დროს ელექტროენერგია გაითიშოს.

ჯაღმაიძე “და ჩვენ ვიცეკვეთ-ზე“: ეკლესიის წინააღმდეგ კვლავ ატყდება ისტერია

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – ქართულ-შვედური კოპროდუქცია, ფილმი, რომელიც შვედეთმა „ოსკარის“ პრეტენდენტად დაასახელა, უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. საქართველოში პროდიუსერებმა ფილმის წინასაოსკარე კამპანიისთვის საკმაოდ მწირი თანხის შეგროვება შეძლეს.

ფილმის პროდიუსერი ქეთი დანელია ქართული პრემიერის წინ ,,ფორტუნასთან” აღნიშნავს, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს ორჯერ მიმართა დასახმარებლად, როცა შემოქმედებით ჯგუფს საერთაშორისო ფესტივალებზე გასამგზავრებელი თანხა სჭირდებოდა, თუმცა მათ ორივე შემთხვევაში უარი უთხრეს.

“ეს არის ლგბტ პრაიდის პროვოკაცია” – სანდრო ბრეგაძე ქართულ-შვედური ფილმის კინოთეატრებში გაშვებას გააპროტესტებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები