LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავფიქრდეთ, ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, სოდომია ხომ არ არის ვირუსის ტოტალური გავრცელების მიზეზი: მეუფე შიო

163
BeFunky-collage (3)

“ერის ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, სოდომიის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ასეთი ტოტალური გავრცელებისა ამ ვირუსისა, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქის მოსაყდრემ აღნიშნა, რომ პანდემიას, ისევე როგორც ბევრ მოვლენას რამდენიმე ასპექტი აქვს.

როგორც იტყვიან მედალს ორი მხარე აქვსო, აქაც შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ მოვლენასაც, პირობითად რომ ვთქვათ, ორი მხარე. ერთი მხარე არის უფრო მატერიალური, ფიზიოლოგიური. ამ თვალსაზრისით, ჩვენ რა თქმა უნდა გვაწუხებს ძალიან და უნდა ვეცადოთ რომ ყველანაირად დავიცვათ ეს რჩევები და რეკომენდაციები რასაც ჯანდაცვის მუშაკები გვირჩევენ ჩვენ, რასაც სახელმწიფო გვირჩევს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ არ მოხდეს გადადება, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და ესეც ქრისტიანული სიყვარულის გამოვლინებაა.

დავარქვათ ამას მწარე წამალი. იმისთვის ხდება რომ ადამიანი დაფიქრდეს, აქვს თუ არა მას რაიმე ცოდვა მის ცხოვრებაში. პირად ცხოვრებაში და იგივე ეხება ოჯახს, ერს და ყველას. ჩვენ ვხედავთ რომ დღეს არამართმადიდებლებიც, ასევე პოლიტიკოსებიც არაერთი ქვეყნისა გამოდიან დ ამაზე საუბრობენ, სინანულზე საუბრობენ, ფიქრობენ რა შეიძლება იყოს მიზეზი, ამ დიდი უბედურებისა”

სამების ტაძარში საერთო კოვზით ზიარების რიტუალი შესრულდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები