სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს, რომელიც მუდმივად სხვებს ეხმარებოდა, ახლა თავად სჭირდება თანადგომა. ინგა დუნდუა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მძიმედ დაშავდა, შედეგად დაუზიანდა ხერხემალი და ზურგის ტვინი. მას ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა კვლავ პარალიზებულია.
ახლა ექიმს ღეროვანი უჯრედების გადანერგვა და ხანგრძლივი რეაბილიტაცია ესაჭიროება.
ოპერაცია თბილისში არსებულ კლინიკა “ინნოვაში” კეთდება, ხოლო რეაბილიტაციისთვის გერმანიის ქალაქ ბეელიცში არსებული კლინიკაა მოძიებული, რომელიც მზადაა პაციენტი მიიღოს. რეაბილიტაციის ჩატარების შემთხვევაში შესაძლებელია, ინგა ექიმი კვლავ დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
კლინიკაში ” ინოვა” – ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ოპერაციის საფასური 6600 ლარია; რეაბილიტაციის 75-დღიანი კურსი კი გერმანიაში 26250 ევრო ჯდება (ამ ფასში არ შედის მედიკამენტები, კვლევები, ტრანსპორტირება და სხვა ხარჯები).
საბოლოო ჯამში ინგა ექიმის მკურნალობისთვის საჭირო თანხა 37000 ევროს (119 000 ლარი) შეადგენს.
მის ოჯახს და მეგობრებს თანხის შეგროვებაში, საზოგადოების იმედი აქვს.
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშებზე:
ინგა დუნდუას პირადი ნომერი: 01001031444
საქართველოს ბანკი
GE95BG0000000101296588
TBC Bank
GE14TB7713545061600008