LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დავეხმარებით მათ, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ” – მოლდოვა საგანგებო მდგომარეობას აცხადებს

112
Untitled design11

ლიეტუვის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ, ახლა უკვე მოლდოვაც საგანგებო მდგომარეობას აცხადებს.

გადაწყვეტილების შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა.

მისი თქმით, მოლდოვა მზად არის, უკრაინიდან ათიათასობით მოქალაქე მიიღოს.

“ჩვენ დავეხმარებით ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება სჭირდებათ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მედიასაშუალებების ინფორმაციით, სანდუმ თქვა, რომ მან მოიწვია საგანგებო სიტუაციების კომიტეტის სხდომა, რათა შექმნილ კრიზისსა და ჰუმანიტარული ზომების მიღებაზე იმსჯელონ.

მოლდოვას შინაგან საქმეთა მინისტრმა ანა რევენკომ 24 თებერვალს განაცხადა, რომ ამ დროისთვის მოლდოვაში უკრაინის 1 900 მოქალაქე გადავიდა.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, საგანგებო მდგომარეობა ლიეტუვამაც გამოაცხადა.  

პარალელურად, ნატო-ს წევრი ქვეყნები – პოლონეთი, ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია აცხადებენ, რომ უსაფრთხოების საკითხებზე ალიანსის შიგნით კონსულტაციების დაწყების მიზნით, ნატო-ს დაარსების ხელშეკრულების მეოთხე მუხლის აამოქმედეს.

როგორც ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი აცხადებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრა მთელი ევროპისთვის საფრთხისშემცველია.

“რუსეთის ასეთი მასშტაბური აგრესია საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს, ნატო-ს ყველა ქვეყანას. ალიანსის კონსულტაციები მოკავშირეთა უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ უნდა დაიწყოს, რათა განხორციელდეს დამატებითი ზომები ნატო-ს მოკავშირეების თავდაცვის უზრუნველსაყოფად. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური პასუხი ერთიანობაა”, – თქვა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები