LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავდივარ, სამშენებლო მასალას, ტექნიკას ვეძებ…თავიდან ფარულ კამერას ეძებენ, მერე სლუკუნს იწყებენ, მერე მეხუტებიან – გიგა მაქარაშვილი ბუჩაში ბაღის მშენებლობის შესახებ წერს

307
გიგა მაქარაშვილი

გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში ბუჩაში, ბაღის მშენებლობის შესახებ წერს. მისი თქმით, როდესაც სამშენებლო მასალას, ტექნიკას ან სამუშაო ჯგუფს ეძებს, ხალხს ჰგონია, რომ ფარული კამერაა, შემდეგ კი როდესაც იგებენ, რომ ბაღის მშენებლობა მართლა უნდა დაიწყოს, გიგას პირობას აძლევენ, რომ „ერთ დღეს საქართველოში თვითონაც იმავეს გააკეთებენ“.

„3 კვირაა უკრაინაში ვარ. მშენებლობის დასაწყებად ვემზადები. დავდივარ, სამშენებლო მასალას, ტექნიკას, სამუშაო ჯგუფებს ვეძებ…

ყოველ ჯერზე, ყოველ ახალ კომპანიაში მისვლისას ზუსტად ერთი და იგივე ხდება

ჯერ ჰგონიათ რომ ფსიქიკური პრობლემები მაქვს და შესაბამისად მელაპარაკებიან (ნაყინი არ ჩამოგეწუწოს)

მერე ფარულ კამერას ეძებენ.

მერე თავიდან მოყევიო მთხოვენ.

მერე გაცვეთილ ფეხსაცმელზე და იაფფასიან საათზე მიყურებენ.

მერე სლუკუნს იწყებენ.

მერე მეხუტებიან.

ბოლოს მპირდებიან, რომ ერთ დღეს თვითონაც იმავეს იზამენ საქართველოში

სულ ცოტაც და ვიწყებთ!

რაც მტრობას დაუნგრევია,

სიყვარულს უშენებია“, – წერს გიგა მაქარაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები